საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ანაკლიის ბანაკი 2018 წლის ზაფხულისთვის

გაცნობებთ, რომ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საქართველოში ყოველწლიურად ხორციელდება ახალგაზრდული ბანაკის პროგრამა, რომლის ფარგლებშიანაკლიაში მოქმედ ახალგაზრდულ ბანაკში 14-18 წლის 500-მდე მოზარდი ისვენებს. 

პროექტის მიზანია, ბანაკში დასასვენებლად მოიწვიოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მოზარდები, რომლებსაც საშუალება მიეცემათ, მოინახულონ საქართველო, დაამყარონ ურთიერთობა თანატოლებთან, გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნა, დაათვალიერონ ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები, გაეცნონ ქართულ ტრადიციებსა და ყოფას, მიიღონ მონაწილეობა ბანაკის მრავალფეროვან აქტივობებში, განივითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობებისაზაფხულო ბანაკში ჯგუფების დაკომპლექტებისას გათვალისწინებული იქნება გენდერული ბალანსი, ხოლო კანდიდატების შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭება დევნილის სტატუსის მქონე და, ასევე, იმ მოზარდებს, რომლებიც არ არიან ნამყოფი საქართველოში და/ან აქამდე არ მიუღიათ მონაწილეობა აღნიშნულ პროექტში. მოზარდების დახვედრის, ბანაკში და ბანაკიდან გაცილების ორგანიზება განხორციელდება საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების თანხლებით. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას ასევე მიიღებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო.

გთხოვთ იხილოთ თანდართული  ანაკლიისმომავლის ბანაკშიდასვენების მსურველი თანამემამულე მოზარდის შესარჩევი ანკეტა, ასევე, ბანაკის აღწერა (ბანაკის საიმიჯო ვიდეო-რგოლი შეგიძლიათ იხილოთ ონლაინ:www.youtube.com/watch?v=dzvmd6uYEY8 ), ბანაკის  მენიუ.

გთხოვთ1 მაისამდე,  მოგვაწოდოთ  ანაკლიისმომავლის ბანაკშიმონაწილეობის მსურველი პირის შევსებული ანკეტა ელ. ფოსტაზე [email protected]

აქვე გაცნობებთ, რომ კანდიდატების შერჩევის შემდგომ, დამატებით წარმოსადგენი იქნება პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი და ჯანმრთელობის ცნობა (შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტით)