საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ურთიერთობები საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები ესპანეთის სამეფოსა და საქართველოს შორის დამყარდა 1992 წლის 9 ივლისს.

2004 წელს ესპანეთის სამეფოში გაიხსნა საქართველოს საელჩო.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ესპანეთის სამეფოში:
  • ზურაბ პოლოლიკაშვილი 2012 - დღემდე
  • ნიკოლოზ ნათბილაძე 2009 -2012
  • ზურაბ პოლოლიკაშვილი 2006 -2009
  • ლაშა ოთხმეზური 2004 -2005

საქართველოს გენერალური კონსულები ბარსელონაში:

  • ბექა ზარანდია 2013 - დღემდე
  • პაატა პაპუაშვილი 2010-2012

ესპანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

2014 წლიდან საქართველოს გადაფარვა ხორციელდება თურქეთის რესპუბლიკაში ესპანეთის სამეფოს საელჩოს მიერ.
  • რაფაელ მენდივილ პეიდრო 2014 - დღემდე
2015 წლიდან ესპანეთის მთავრობამ საქართველოში მოავლინა საქმეთა დროებითი რწმუნებული ვიქტორ მურსია გარსონი.
ახლო მომავალში იგეგმება ესპანეთის სრულფასოვანი საელჩოს გახსნა საქართველოში.

2011-2014 წლებში საქართველოს გადაფარვა ხორციელდებოდა ბულგარეთში ესპანეთის სამეფოს საელჩოს მიერ.
  • კრისტოფერ გონსალეს-ალერ ხურადო 2013-2014
  • რაფაელ მენდივილ პეიდრო 2011-2012
1997-2011 წლებში საქართველოს გადაფარვა ხორციელდებოდა რუსეთის ფედერაციაში ესპანეთის სამეფოს საელჩოს მიერ.
  • ხოსე ანტონიო სორილა ალვარესი საქმეთა დროებითი რწმუნებული 2009-2011
  • ფრანსისკო ხავიერ ელორსა კავენტ დე ნერვა 2004-2008
  • ხოსე მარია რობლეს ფრაგა 2001-2004
  • ხოსე ლუის კრესპო დე ვეგა 1999-2001
  • ხოსე ანტონიო იტურიაგა 1997-1999
ესპანეთის სამეფოს საპატიო კონსული საქართველოში - მიხეილ ახვლედიანი