საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველი მოქალაქეების საყურადღებოდ:

 

ესპანეთის სამეფოში საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაციის წარმომადგენლობა, თავშესაფრის, მიგრაციის და ინტეგრაციის ევროპულ ფონდთან და ესპანეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ახორციელებს ესპანეთში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების პროგრამას.

პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაცია მსურველებს სთავაზობს:

  • პროექტის დეტალების შესახებ პრაქტიკულ ინფორმაციას;
  • ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, სამშობლოში ნებაყოფლობითი დაბრუნების შესახებ, გაცნობიერებული გადაწყვეტილების მისაღებად;
  • თვითმფრინავის ბილეთებს, განმცხადებლისა და მისი ოჯახის წევრებისათვის;
  • საჭიროების შემთხვევაში, ანაზღაურდება გამგზავრების პუნქტამდე (ესპანეთის ტერიტორიაზე), მგზავრობის ხარჯები;
  • პროგრამაში მონაწილე თითოეული პირისთვის ფულად დახმარებას 450 ევროს ოდენობით (ოჯახის შემთხვევაში, არაუმეტეს 2000 ევროს);
  • დოკუმენტების დამზადების საჭიროებით ან სამედიცინო მომსახურებით გამოწვეული გაუთვალისწინებელი ხარჯების ანაზღაურებას;
  • დანიშნულების ქვეყანაში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, დაბრუნების შემდგომ მხარდაჭერას.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობაში უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

  • შევსებული განაცხადი (განაცხადის გადმოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან:http://www.spain.iom.int/sites/default/files/SOLICITUD%20Atencion%20Social%202017-18.zip
  • პასპორტის ასლი და ესპანეთში ბინადრობის ნებართვა (ასეთის ფლობის შემთხვევაში)
  • დასკვნა სოციალური მდგომარეობის შესახებ (Informe Social). აღნიშნული დოკუმენტი გაიცემა უშუალოდ ქ. მადრიდში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისში, იმ დასახლებული პუნქტის მერიის სოციალური მომსახურების ცენტრში, სადაც რეგისტრირებულია განმცხადებელი ან ისეთ დაწესებულებებში, როგორიცაა საერთო საცხოვრებელი, საზოგადოებრივი სასადილო და ა.შ.

პროგრამაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 915943670 ან წერილი გაგზავნონ შემდეგ მისამართზე: [email protected]

ქ. მადრიდში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაცია:

International Organization for Migration
C/ Fernando el Católico nº 10. 1ºB 28015,Madrid, España
Teléfono: +34 915943670 Fax: +34 915943283

http://www.spain.iom.int/es