საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოში სტაჟირების გავლის შესახებ

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადებაგადამზადება

მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქესრომელიც ფლობს სახელმწიფო ენასარის უმაღლესისაგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საბუთები მიიღება /წლის 1 მაისიდან 15 მაისის ჩათვლითელექტრონული ფოსტის

მეშვეობითმისამართზე embassymadrid@mfa.gov.ge

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1)       განაცხადების გადარჩევა;

2)       გასაუბრება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;

·         ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;

·         კარგად ფლობდეს ესპანურ ენას;

·       იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან გააჩნდეს უმაღლესი/პროფესიული განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

·კანდიდატს უნდა ჰქონდეს ესპანეთისსამეფოში კანონიერად ყოფნის (ცხოვრებისდამადასტურებელი საბუთირომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

კონკურსის თემატიკა:

·         საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“;

·         საქართველო-ესპანეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: embassymadrid@mfa.gov.ge უნდა წარადგინოს:

განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);

ავტობიოგრაფია;

დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო

დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში

სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

პასპორტის ასლი;

ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების)

დამადასტურებელი დოკუმენტირომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების

გავლის პერიოდს;

ერთი ფოტოსურათი (3X4).

ნასამართლობის შესახებ ცნობა.

 

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე:  საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში, მადრიდი, 28014, პლასა დე ლას კორტეს 4, 5D.

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით

ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.


სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაშისტაჟიორს ეძლევა

სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

 

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ გაითვალისწინოთრომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში

ორჯერმაისისა და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.

 განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ.pdf

განცხადების ნიმუში.pdf

სტაჟიორის შეფასების ფორმა.pdf

სტაჟირების პროგრამა.pdf

სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი.pdf