საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

უვიზო მიმოსვლის შესახებ

ძვირფასო თანამემამულენო,
როგორც მოგეხსენებათ, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით, რაც წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხელშესახებ სარგებელს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში. უვიზო რეჟიმი კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს და ევროკავშირს შორის ორმხრივ თანამშრომლობას და ხელს უწყობს ხალხთა შორის კონტაქტების დამყარებას.
შეგახსენებთ, რომ უვიზო მიმოსვლა მხოლოდ მოკლევადიან ვიზიტებს გულისხმობს, კერძოდ - 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში გადაბმულად 90 დღის პერიოდით ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელი გახდება მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) პერიოდის გასვლის შემდეგ.
უვიზო რეჟიმის შემოღებამ საქართველოს მოქალაქეებს უნიკალური შესაძლებლობა მისცა კიდევ უფრო მარტივად და დაუბრკოლებლად მიიღონ მონაწილეობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სასწავლო და გაცვლით პროგრამებში, კულტურულ და სამეცნიერო ღონისძიებებში.
ვრცლად: http://erasmusplus.org.ge/ge/projects/after-2014
http://www.mes.gov.ge/content.php?id=6888&lang=geo
http://www.culture.gov.ge/Creative-Evrope.aspx
2017 წლის 28 მარტიდან დღემდე უვიზო რეჟიმით საქართველოს მოქალაქეებმა ისარგებლეს დაახლოებით 240 000-ზე მეტჯერ. საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციით სარგებლობის
კუთხით დღეს საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა უვიზო მიმოსვლის რეჟიმის წესების დარღვევისა და თავშესაფრის პროცედურებით ბოროტად სარგებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, დადგეს უვიზო
მიმოსვლის შეჩერების საკითხი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა აირჩიონ მხოლოდ კანონიერი გზა ევროპაში გასამგზავრებლად და არ გამოიყენონ თავშესაფრის პროცედურები
არაკანონიერი მიზნებისთვის.
ჩვენი მომავალი ჩვენივე ხელშია. ერთად მოვუფრთხილდეთ ჩვენს მონაპოვარს და დავიცვათ უვიზო მიმოსვლის წესები.