საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩმა რწუმენაბათა სიგელები გადასცა ესპანეთის მეფეს

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესპანეთის სამეფოში, ბატონმა ილია გიორგაძემ 6 ივნისს რწმუნებათა სიგელები გადასცა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-ს. ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, რომელიც მე-18 საუკუნიდან არსებობს და დღესაც თითქმის უცვლელად სრულდება, ელჩი საგარეო უწყების შენობიდან მეფის სასახლემდე კავალერიის ესკორტმა მიაცილა, მეფის სასახლის ეზოში კი, სამეფო გვარდიის მუსიკალური ორკესტრის მიერ შესრულდა საქართველოს ჰიმნი.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს ელჩის პირისპირ შეხვედრა ესპანეთის მონარქთან, რომლის დროსაც საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ კავშირებს გაესვა ხაზი და ამ თანამშრომლობის, კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი და მზაობა გამოითქვა. 
Foto cortesía de “© Casa de S.M. el Rey” y “© MAEC”