საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ბასკეთის რეგიონის ხელმძღვანელთან

ბასკეთის ავტონომიურ რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი ილია გიორგაძე 23 მაისს შეხვდა რეგიონის ხელმძღვანელს, ლეჰენდაკარ ინიგო ურკუიოს და ბასკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ბაკარჩო ტეხერია ოტერმინს. შეხვედრებზე ხაზი გაესვა ბასკეთის რეგიონთან ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას და ქართველ და ბასკ ხალხებს შორის არსებულ განსაკუთრებულ კავშირებს.
მოხდა შეთანხმება, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება საქართველოს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების ვიზიტი ბასკეთის რეგიონში, რომლის ფარგლებშიც ბასკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მიეწოდებათ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო გარემოს შესახებ და თავის მხრივ, გამოითქვა მზაობა, რომ ბასკეთის რეგიონის დელეგაციას ეწვიოს საქართველოს და გაიმართოს შეხვედრები ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით.
23-24 მაისს, ელჩი ასევე დაესწრო სან-სებასტიანში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრას