საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ესპანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან

მ.წ. 5 ოქტომბერს გაიმართა ელჩის შეხვედრა ესპანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან, ფერნანდო ვალენსუელასთან. შეხვედრაზე მხარეებმა მომოიხილეს საქართველოსა და ესპანეთს შორის, როგორც ორმხრივ,ისე მრავალმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები. ხაზი გაესვა სხვადასხვა დონეზე მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლისა და ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვის მნიშვნელობას. ესპანურ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების, დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და საქართველოში არსებული საინვესტიციო და ბიზნესის შესაძლებლობების შესახებ.