საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რიოხულ ცენტრში გაიმართა ქართული ღვინის სადეგუსტაციო საღამო

26 ნოემბერს, მადრიდის პრესტიჟულ “რიოხულ ცენტრში” გაიმართა ქართული ღვინოების დეგუსტაციის საღამო, რომელიც შედგა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის თავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში.
აუდიტორიას სიტყვით მიმართეს ელჩმა ილია გიორგაძემ და აღნინშნული ცენტრის დირექტორმა ხოსე ანტონიო რუპერეს კანიომ. ელჩმა საზოგადოებას გააცნო ქართულ ღვინოსთან და სუფრასთან დაკავშირებული ტრადიციები. ქართული ღვინის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა საელჩოს მრჩეველმა თეიმურაზ ბასილაიამ და წარმოდგენილ სადეგუსტაციო ღვინოებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
 ასევე, აუდიტორიამ დააგემოვნა ქართული ტრადიციული კერძები.
ქართულ ღვინოებს მაღალი შეფასება მისცა ცნობილმა ენოლოგმა დოქტორ რიკარდო არუემ. ღონისძიებას დაესწრო დიპლომატიური კორპუსის, ესპანური კერძო სექტორის და მედიის წარმომადგენლები.
საელჩო ღონისძიების ორგანიზებისათვის მადლობას უხდის “რიოხულ ცენტრს”, გურჯაანის მუნიციპალიტეტს და ღვინის ეროვნულ სააგენტოს.