საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის თავმჯდომარესთან

12 დეკემბერს გაიმართა ელჩის შეხვედრა ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის თავმჯდომარესთან, ანა პასტორთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებით აღინიშნა, ორმხრივი გაცვლითი ვიზიტების განხორციელებისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა. ელჩმა ხაზი გაუსვა 2019 წლის იანვარში, ესპანეთში დაგეგმილ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს, რომლის ფარგლებში ესპანეთის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები გამოხატავენ მინისტრთან შეხვედრის მზაობას.