საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა კონგრესში

12 თებერვალს გაიმართა ელჩის შეხვედრა ესპანეთის დეპუტატთა კონგრესში ევროკავშირის შერეული კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარია სორაია როდრიგესთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობის პერსპექტივები, ესპანეთის დეპუტატთა კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის შექმნის საკითხი და წლის განმავლობაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროპული ინტეგრაციის პროცესში საქართველოსათვის მნიშვნელოვანი ინიციატივების მხარდაჭერის აუცილებლობას. ქ-ნმა როდრიგესმა, ორმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მასპინძლობის მზადყოფნა გამოთქვა.