საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ესპანეთი-საქართველოს ბიზნეს სემინარი

5 თებერვალს, საქართველოს საელჩოს, ესპანეთის ვაჭრობის სახელმწიფო სამდივნოს და ესპანეთის ბიზნეს ორგანიზაციების კონფედერაციის (CEOE) ორგანიზებით, “CEOE”-ს სათაო ოფისში გაიმართა ესპანეთი - საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის სემინარი. ქართული მხარედან შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ელჩი ბატ. ილია გიორგაძე, “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი ბატ. დავით საგანელიძე და “აწარმოე საქართველოშის” დირექტორი ბატ. მიხეილ ხიდურელი, ხოლო ესპანური მხარედან, ესპანეთის ვაჭრობის სახელმწიფო სამდივნოს აზიის, აღმოსავლეთ ევროპის და ოკეანიის დირექტორის მოადგილე მარია აპარიჩი და “CEOE International”-ის პრეზიდენტი მარტა ბლანკო.

სემინარს ესპანეთის 50-მდე სხვადასხვა სექტორში მოღვაწე ბიზნეს კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.
„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა ესპანეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს ფონდში მიმდინარე პროექტები, საქართველოს ბიზნეს კლიმატი, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და რეგიონის მასშტაბით, ქვეყნის კონკურენტული უპირატესობები გააცნო.
“აწარმოე საქართველოშის” დირექტორმა ესპანურ მხარეს გააცნო საქართველოში არსებული საინვესტივიო შესაძლებლობები, ქვეყნის საგადასახადო სისტემა და სააგენტოს მიმდინარე პროექტები. 
გაიმართა B2B შეხვედრები.