საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

“საპარტნიორო ფონდი”-ს და „აწარმოე საქართველოში“-ს წარმომადგენლების შეხვედრა დიასპორასთან

 4 თებერვალს, საქართველოს საელჩოში გაიმართა “საპარტნიორო ფონდი”-ს აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“-ს დირექტორის, ბატ. მიხეილ ხიდურელის შეხვედრა ესპანეთში მცხოვრებ ქართველებთან.
დიასპორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოში ბიზნესის განვითარების პოტენციალს და არსებულ საინვესტიციო კლიმატს. 
მოქალაქეებმა ინფორმაცია მიიღეს “საპარტნიორო ფონდი”-ს და „აწარმოე საქართველოში”-ს მიმდინარე პროექტებზე და პროგრამებზე.