საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პროგრამა „მომავლის ბანაკი“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“-ს ორგანიზებით, ხორციელდება პროგრამა „მომავლის ბანაკი“, რომლის ფარგლებში მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში იგეგმება მასშტაბური პროექტი შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. შაორის „მომავლის ბანაკის“ ძირითადი თემაა მოხალისეობა და 5 საბანაკე დღე მოიცავს სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებით, კულტურულ და სპორტულ აქტივობებს. პროექტის „მომავლის ბანაკი“ ფარგლებში მონაწილეობა შეუძლიათ საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 18-25 წლის ასაკის 24 ქართველ სტუდენტს, რომლებსაც საშუალება მიეცემათ, დაამყარონ ურთიერთობა თანატოლებთან, მიიღონ მონაწილეობა ბანაკის მრავალფეროვან აქტივობებში, განავითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. პროექტში მონაწილეთა საქართველოში ჩამოსვლა და გამგზავრება არ ფინანსდება მომწვევი მხარის მიერ.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე consuladogeo.madrid@mfa.gov.ge მ.წ. 6 მაისის ჩათვლით. შესაბამისი შევსებული დანართი 1 -ცხრილის ფორმა. ასევე, გაცნობებთ, რომ კანდიდატების შერჩევისთვის წარმოსადგენია:

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საერთაშორისო პასპორტი);

• ცნობა უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის სტატუსის შესახებ;

• საერთაშორისო დაზღვევა;

• ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.