საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პროექტი "საქართველოს ახალგაზრდა ელჩები"

2019 წლის 31 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იწყებს „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას.

🔶 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამა საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს, ერთწლიანი მანდატით, გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ და ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში.

🔶 „ახალგაზრდა ელჩების“ მთავარი ამოცანაა კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების განხორციელების საშუალებით, ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ და საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის გაფართოება.

🔶 კონკურსის შედეგად შერჩეული „ახალგაზრდა ელჩების“ მონაწილეობით, საქართველოში გაიმართება, ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი, რომლის ფარგლებშიც „ახალგაზრდა ელჩები“ წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებსა და ერთი წლის სამოქმედო გეგმას. ასევე, შეხვდებიან კულტურის, პოლიტიკის, ეკონომიკის, დიპლომატიური და სხვა სექტორების წარმომადგენლებს.

პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის შესავსებად იხილეთ:  http://mfa.gov.ge/getattachment/a9689291-921f-47cd-b8c2-128ef8c6d2cc/saqartvelos-akhalgazrda-elchebis-programa.pdf.aspx?fbclid=IwAR3Jql-SFogCsCROVlRsZ7e0V_PMV1BYIjDxGPPRYKI3kg72QVumdRMQ6ig

საკონკურსო განაცხადის ფორმა:  http://mfa.gov.ge/getattachment/738dd734-6455-4e76-8356-463ab6e51bf1/sakonkurso-ganackhadis-forma.pdf.aspx?fbclid=IwAR2mPOPVrOuIVe_c6Lp1Gybgm1EyKaWsQeilp4U_P18CTKxSgv8tXwe5N1A