საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ესპანეთის სამეფოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ

მოქალაქეთა საყურადღებოდ ❗️❗️❗️

 

ესპანეთის მთავრობამ გამოსცა განკარგულება საგანგებო მდგომარეობის შესახებ. განკარგულების ყველა პუნქტი ძალაში შედის მისი ოფიციალურ სახელმწიფო ბიულეტენში (Boletin de Estado) გამოქვეყნებისთანავე, მხოლოდ მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვები ამოქმედდება 16 მარტის დილის 8 საათიდან. გთხოვთ, იხილოთ ძირითადი შეზღუდვები:

1. საგანგებო ვითარების პერიოდში მოქალაქები მხოლოდ შემდეგი მიზნით შეძლებენ გადაადგილებას:

•საკვები, ფარმაცევტული და პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენა;
•სამედიცინო დაწესებულებებში მისვლა;
•სამსახურში გამოცხადება.
•დანიშნულების ადგილიდან დაბრუნება სახლში.
•მცირეწლოვანთა, ხანში შესულთა ან შშმ პირთა მოსავლელად წასვლა
•ფინანსურ დაწესებულებებში მისვლა
•ფორს მაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე გადაადგილება
2. დაშვებული იქნება მანქანით გადაადგილება, ბენზ. გასამართ სადგურებში მისვლა მხოლოდ ამ მიზნით.
3. ნებისმიერ გადაადგილებისას უნდა გავითვალისწინოთ ჯანდაცვის ორგანოეის მიერ გაცემული რეკომენდაციები და ვალდებულებები
4. შინაგ. საქმე მინიტრსს აქვს უფლებამოსილება რომ გადაკეტოს ესა თუ ის საავტომობილო გზა, ან დააწესოს შეზღუდვები მაგისტრალებზე რომ არ მოხდება მოძრაობის გადატვურთვა.
•იმუშავებს ტრანსპორტიც მაგრამ გაკონკტროლდება და შემცირდება მგზავრების რაოდენობა
•საჯარო თუ კერძო უწყებები ვალდებულნი არიან რომ მომსახურეობა გაუწიონ დისტანციურად ყველგან სადაც ამის საშუალება არის.
ყველანაირი ღინისძიებები, ცერემონიები და სანახაოებები იხურება.

•ესპანეთში არსებული დიპლომატიური მისიების, საკონსულო დაწესებულებეის და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი ქვეყნების აკრედიტებული უცხოელი პერსონალი თავისუფლდება გადაადგილების შეზღუდვებისგან, როგორც ესპანეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას, ისე სხვა ქვეყანაში მგზავრობისას. იმ პირობით, თუ მათი გადაადგილება უკავშირდება ოფიციალური ფუნქციების შესრულებას.

ასევე, ველოდებით დაზუსტებას ფრენების შეზღუდვასთან დაკავშირებით. სავარაუდოდ ფრენების 50% შეიზღუდება.