საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ესპანეთის სამეფოში მგზავრობასთან დაკავშირებით

ძვირფასო თანამემამულენო, გაცნობებთ, რომ ესპანეთის სამეფომ საქართველო შეიყვანა იმ 15 ქვეყნისგან შემდგარ სიაში, რომელი ქვეყნებიდანაც მომავალ მგზავრებზე არ ვრცელდება ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვები. ცვლილება ძალაში შედის 4 ივლისის 00:00სთ-დან. *კანონი ვრცელდება საქართველოს მხოლოდ იმ მოქალაქეებზე რომლებიც ესპანეთში მოემგზავრებიან საქართველოდან.

გთხოვთ, მგზავრობის დაგეგმვამდე, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, წინასწარ კონსულტაცია გაიაროთ საპატრულო პოლიციის შესაბამისს დანაყოფებთან.


ამასთანავე, ყველა მგზავრმა, რომელიც ესპანეთში გამგზავრებას აპირებს, მოგზაურობის დაწყებამდე უნდა შეავსოს ელექტრონული განცხადების ფორმა ინტერნეტ მისამართზე: www.spth.gob.es, ან უფასო აპლიკაციის გამოყენებით. SPAIN TRAVEL HEALTH-SpTH . ფორმის შევსების შემდეგ, მგზავრი მიიღებს QR კოდს, რომელსაც წარმოადგენს ესპანეთში ჩასვლისას.