საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

📣📣📣 სტუდენტების საყურადღებოდ 📣📣📣

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ესპანეთის სტუდენტური ვიზები კეთდება ესპანეთის გენერალურ საკონსულოში ქ. სტამბულში და ესპანეთის საელჩოში ქ. ანკარაში, რაც მოქალაქეებისთვის სხვადასხვა სირთულეებთან არის დაკავშირებული. აღშნიშნული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საელჩო წლებია თანამშრომლობს ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოშივე ესპანეთის სხვადასხვა სახის ვიზების გაკეთება არ არის შორეული პერსპექტივა.

ამასთანავე, გვინდა გაცნობოთ რომ ესპანეთის კანონმდებლობა უკვე იძლევა საშუალებას, რომ ესპანეთის ბინადრობის ნებართვაზე განცხადების შეტანა სტუდენტის სტატუსის საფუძველზე (estancia por estudios) მოხდეს ვიზის გარეშე. შესაბამისად, ქართველ სტუდენტებს შეუძლიათ გამოიყენონ 90 დღიანი უვიზო რეჟიმი და ვიზის გარეშე, ადგილზევე (ესპანეთის სხვადასხვა ქალაქის საიმიგრაციო სამსახურებში), შეიტანონ განაცხადი თანდართული საბუთებით. გთხოვთ, იხილოთ საბუთების ჩამონათვალი და ყურადღება მიაქციოთ შენიშვნებს:

1. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა. აღნიშნული ჯანმრთელობის ცნობა უნდა შეესაბამებოდეს მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის 2005 წლის საერთაშორისო ჯანმრთელობის რეგულაციებს (World Health Organization İnternational Health Regulations (2005)). აპოსტილით დამოწმებული და ნათარგმნი. აღნიშნული ცნობის გაკეთება შეიძლება ესპანეთშიც.
2. სამედიცინო დაზღვევა. აუცილებელია დაზღვევა პირველივე დღიდან ფარავდეს სხვადასხვა სახის სამედიცინო ჩარევას და იყოს სრულყოფილი (კონსულტაციებზე დამატებითი გადასახადების გარეშე).
3. ფინანსური უზრუნველყოფა. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ანგარიშიდან ამონაწერი ისეთ თანხის ოდენობაზე, რომელიც ჯამში არ იქნება სწავლის პერიოდში ყოველთვიურად 600 ევროზე ნაკლები.
4. სასწავლო კურსზე (მინიმუმ კვირაში 20 საათი) რეგისტრაციის საბუთი. კურსი აუცილებლად ოფიციალური სახის (აკრედიტირებული ესპანეთის სამეფოს მიერ) უნდა იყოს. აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ-გვერდზე https://www.educacion.gob.es/ruct/home
5. საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციის საბუთი (empadronamiento)
6. პასპორტის ყველა გვერდის ასლი.
7. ცნობა ნასამართლობის შესახებ. აპოსტილით დამოწმებული და ნათარგმნი
8. შევსებული ფორმა EX00.
http://extranjeros.mitramiss.gob.es/es/ModelosSolicitudes/Mod_solicitudes2/00-Formulario_estancia_FEB19.pdf

‼️შენიშვნები ‼️:
• აუცილებელია აღნიშნული საბუთები წარდგენილი იქნეს უვიზო რეჟიმით სარგებლობის პირველი 60 დღის განმავლობაში.
• ესპანეთში განცხადების შეტანა არ შეუძლიათ სტუდენტის ოჯახის წევრებს (აღნიშნულისთვის მათ უნდა ჰქონდეთ ვიზა).
• განცხადების საწყის ეტაპზე არ არის გადასახდელი მოსაკრებელი
• ქ. მადრიდში განცხადების შეტანა შესაძლებელია ვიზიტის დანშვნის გარეშე მითითებულ მისამართზე c/Garcia Paredes 65. სხვა რეგიონების საიმიგრაციო სამსახურის ოფისების მისამართი შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ვებ-გვერდზე: http://www.mptfp.es/portal/delegaciones_gobierno/extranjeria/extranjeria_ddgg.html
• შესაძლო ცვლილებებზე ინფორმაცია გთხოვთ მოიძიოთ ესპანეთის საიმიგრაციო სამსახურიდან: http://extranjeros.mitramiss.gob.es/es/InformacionInteres/InformacionProcedimientos/Ciudadanosnocomunitarios/hoja003/index.html