საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს საგრანტო პროგრამას - „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“, რომლის ფარგლებშიც, კონკურსის წესით, აფინანსებს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ წარმოდგენილ პროექტებს. პროგრამის მიზნობრიობა, ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით იცვლება.
2021 წელს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის მიზანია:
- საქართველოს პოპულარიზაცია ;
- ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის და ეროვნული ინტერესების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება;
- მედია/საინფორმაციო მხარდაჭერა ;
- ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის და ქართული წარმოების პოპულარიზაცია საზღვარგარეთ ;
- თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, მათ შორის, მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა;
- სახალხო დიპლომატიის განვითარება;
- ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა.
საგრანტო თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 500000 ლარს და კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ კანდიდატს გადაეცემა არაუმეტეს 30000 ლარი. პროექტის წარდგენა შესაძლებელია 2021 წლის 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, მხოლოდ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: [email protected].
საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტს: მობ.: +995 551 080 060.
განაცხადის ფორმა, დანართი 2 (1).pdf
პროგრამის აღწერილობა (1).pdf
ხარჯთაღრიცხვის დანართი 2021.xls