საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგრანტო პროგრამა- „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავება და დიასპორაში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

ქვეყნის განვითარების პროცესში დიასპორის უფრო აქტიური ჩართულობის და საზღვარგარეთ საქართველოს და ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო, მიმდინარე წელს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს შესთავაზოს ახალი, საპილოტე - „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ - საგრანტო პროგრამა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით, დაფინანსდება უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ფოლკლორული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობას. საგრანტო თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 150 000 ლარს და კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ კანდიდატს გადაეცემა არაუმეტეს 10 000 ლარისა (აღნიშნული თანხა მოიცავს ანსამბლების მიერ შეძენილი ფორმების, ინსტრუმენტების თუ სხვა ინვენტარის ტრანსპორტირების ხარჯს). პროექტის წარდგენა შესაძლებელია 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: [email protected] (საგრანტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღება განხორციელდება მხოლოდ ელექტრონულად).

საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტს: მობ.: +995 577 768768.

 

განაცხადის ფორმა, ანსამბლი.pdf

ანსამბლი -საგრანტო პროგრამის აღწერილობა.pdf

ანსამბლი -ხარჯთაღრიცხვის ფორმა.xls