ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაhttp://denmark.mfa.gov.ge/imgs/printer.png

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არის მონობის თანამედროვე ფორმა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ეს არის სიდიდით მეორე დანაშაულებრივი ინდუსტრია მსოფლიოში. ის ეფუძნება ექსპლოატაციის მიზნით ადამიანთა გადაბირებას, გადაყვანას, გადაცემას, მუქარის და ძალის გამოყენებით ან იძულების სხვა საშუალებებით (მოტაცება, თაღლითობა), ან სხვისი უმწეო მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, კონტროლის განხორციელებას სხვა ადამიანზე, სქესობრივ ექსპლოატაციას, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონობას ან მონობის მსგავს მდგომარეობას და ორგანოთა ვაჭრობას.

ხსენებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის, მისი პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და ეფექტური გამოძიების მიზნით საქართველოში წლების მანძილზე დინამიურად ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები. შექმნილია ადამიანის ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი http://www.atipfund.gov.ge რომელიც უზრუნველყოფს მსხვერპლთა თავშესაფრითა და შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამებით. სახელმწიფო ფონდს გააჩნია ცხელი ხაზი (+995 32) 2 100 229.

ამასთან, გთხოვთ, გაეცნოთ იმ რჩევებს, რომელიც დაკავშირებულია თქვენი უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვასთან:

რჩევები საზღვარგარეთ წასვლის მსურველთათვის:

თუ თქვენ აპირებთ წასვლას საზღვარგარეთ, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში. დაიცავით უსაფრთხოების ზომები და გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა არ გახდეთ ტრეფიკინგის მსხვერპლი.

ბრმად ნუ ენდობით დაპირებებს უცხოეთში სწავლასთან, მუშაობასთან და დასვენებასთან დაკავშირებით. ნუ ენდობით პირებს, რომელიც გპირდებიან ვიზით უზრუნველყოფას საკონსულოში თქვენი პირადად გამოცხადების გარეშე.

გახსოვდეთ, რომ უცხოეთში არალეგალური გზით გამგზავრება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და სერიოზულ რისკთან არის დაკავშირებული.

ნუ გადასცემთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს სხვას.

წინასწარ გადაამოწმეთ დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია. მოითხოვეთ თქვენი დამსაქმებლის ან სასწავლებლის საკონტაქტო მონაცემები.

თუ თქვენ გაქვთ საზღვარგარეთ სამუშაო მიზნით გამგზავრება/ ყოფნა, გახსოვდეთ, რომ თქვენი კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვას მხოლოდ შრომითი კონტრაქტის საფუძველზე შეძლებთ. არ დათანხმდეთ შრომით ურთიერთობაში შესვლის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე.

გახსოვდეთ!

დანიშნულების სახელმწიფოში ჩასვლისთანავე დაუყონებლივ აცნობებთ საქართველოს საელჩოს ან საკონსულო დაწესებულებას თქვენი ადგილსამყოფელის შესახებ და დადექით საკონსულო აღრიცხვაზე.

თუ თქვენ ტრეფიკინგის მსხვერპლი ხართ და საჭიროებთ დახმარებას:

თუ თქვენ ადამიანის ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი გახდით მიმართეთ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებებს, რომელიც დაიცავს თქვენს უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, სიცოცხლეს, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხო დაბრუნებას სამშობლოში.

თუ თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, სადაც არ არის საქართველოს საელჩო ან საკონსულო დაწესებულება, თქვენ უნდა მიმართოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს ან ადგილსამყოფელ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს ან დაგვიკავშირდეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერზე.

ტრეფიკინგის მსხვერპლად აღიარებული პირი სარგებლობს სახელმწიფოს განსაკუთრებული მფარველობით, სარგებლობს სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სხვა სახის დახმარებით.

დამატებით, მოგაწვდით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული ცხელი ხაზის ტელეფონების კოორდინატებს და იმ შემთხვევაში თუ თქვენი უფლებები და ინტერესები იქნება შელახული, გთხოვთ, დაუყოვნელივ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ ნომრებზე:

  • (+ 995 32) 294 50 50 - სამუშაო საათებში - 09:30 დან- 18:30 სთ-მდე;
  • ( + 995) 577 98 40 20 - გადაუდებელ და ფორს-მაჟორულ შემთხვევებში - 24 საათის განმავლობაში;
  • ელექტრონული ფოსტის მისამართია:consulinfo@mfa.gov.ge

 

ესპანეთის სამეფოში შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ დაწესებულებებს:

 

საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში:

Plaza de las Cortes 4, planta 5, 28015 Madrid

ტელ: + 34 (91) 429-33-29

ცხელი ხაზი: +34 691-387-221

ელ. ფოსტა: Consuladogeo.madrid@mfa.gov.ge

 

ესპანეთის სამეფოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ოფისი:

C/Fernando el Catolico 10, 1B, 28015 Madrid

ტელ: +34 (91) 594-36-70, +34 (91) 445-71-16

ფაქსი: +34 (91) 594-32-83

ვებ-გვერდი (საიდანაც შესაძლებელია ელ. ფოსტის გაგზავნა) http://www.iommadrid.es

 

არასამთავრობო ორგანიზაცია ACCEM

Plaza Santa Maria Soledad, Torres Acosta 2, planta 3, 28004 Madrid

ტელ: +34 (91)532-74-78, +34 (91)532-74-79

ფაქსი: +34 (91) 532-20-59

ელ.ფოსტა: accem@accem.es

 

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ესტუმროთ ქვემოთ ჩამოთვლილ ელექტრონულ მისამართებს და იხილოთ მიმაგრებული ფაილები:

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

http://mfa.gov.ge/MainNav/ConsularInformation/Trafficking.aspx;

 

- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ

მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო

 http://www.justice.gov.ge/Ministry/Department/309;

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - ადამიანით ვაჭრობა

http://police.ge/ge/projects/adamianit-vachroba;

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების

სახელმწიფო ფონდი

http://www.atipfund.gov.ge/index.php/ka/news

 

 საქართველოს მთავარი პროკურატურა

- უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=44

- სახელმწიფო ფონდი http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=43

- სამოქმედო გეგმა - სამოქმედო გეგმა http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=42

- ეროვნული რეფერალური მექანიზმი - http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=38

- საერთაშორისო თანამშრომლობა http://pog.gov.ge/geo/international?info_id=14

 

დამატებითი ინფორმაცია: 

საქართველოს საელჩოები და საკონსულო დაწესებულებები

შინაგან საქმეთა სამინისტრო

რა არის ტრეფიკინგი და როგორ დავისცვათ მისგან თავი

იყავი ინფორმირებული

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ