ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

2017 წლის 21 ივლისს საქართველოს ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი შეხვდა ჩინეთის ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის თავმჯდომარეს ბატონ ლი ძინცაოს (Li Jinzao). შეხვედრაზე საუბარი შეეხო მ.წ. 11-16 სექტემბერს ქ. ჩენგდუში (ჩინეთი) დაგეგმილი UNWTO-ს გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ჩატარების საკითხს, რომელზეც გათვალისწინებულია ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილის დამტკიცება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე 2018-2022 წლების ვადით. 

განთავსების თარიღი: 24.07.2017
 

26 ივნისს ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი შეხვდა ესპანეთის ტურიზმის სახელმწიფო მდივანს ქალბატონ მატილდე ასიანს.

ქალბატონმა ასიანმა ელჩს სრული მხარდაჭერა აღუთქვა სექტემბერში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში მისი კანდიდატურის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური-მდივნის პოსტზე დამტკიცებასთან დაკავშირებით.შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.

განთავსების თარიღი: 26.06.2017
 

22 ივნისს ელჩმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გამართა შეხვედრა ესპანეთის ტურიზმის, ენერგეტიკის და ციფრული აჯენდის მინისტრთან ალვარო ნადალთან.

ბ.ნ-მა ნადალმა ელჩს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე კანდიდატად არჩევა მიულოცა და მას სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

 

განთავსების თარიღი: 23.06.2017
 

2017 წლის 12 მაისს ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ზურაბ პოლოლიკაშვილი არჩეულ იქნა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2018-2021 წლების ვადით. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს კანდიდატი არჩეულ იქნა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პოზიციაზე. არჩევნები ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 105-ე სესიის ფარგლებში გაიმართა ქ. მადრიდში. ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურას საბჭოს წევრი ქვეყნების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. 

განთავსების თარიღი: 18.05.2017
 

2017 წლის 16-18 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით ეწვია ესპანეთის სამეფოს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დელეგაციაში წარმოდგენილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი მიხეილ ჯანელიძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარე ბატონი გიორგი ჩოგოვაძე. ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიაში პირველად განხორციელდა უმაღლესი დონის ვიზიტი საქართველოდან ესპანეთის სამეფოში.

ვიზიტის ფარგლებში შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრები ესპანეთის მეფე ფელიპე VI-სთან, პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოისთან, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან ტალებ რიფაისთან და მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი სამშენებლო კომპანია ACS ჯგუფის ხელმძღვანელ, საფეხბურთო კლუბ "Real Madrid"-ის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან.

განთავსების თარიღი: 27.02.2017
 

13 დეკემბერს ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ესპანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან იგნასიო იბანესთან.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ესპანეთის წარმატებულ ორმხრივ ურთიერობებს. ესპანეთის სახელმწიფო მდივანმა კმაყოფილება გამოთქვა 2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ესპანეთში დაგეგმილ ვიზიტის გამო. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარებას.

განთავსების თარიღი: 15.12.2016
 

12 დეკემბერს მადრიდში გაიმართა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს კანდიდატის ზურაბ პოლოლიკაშვილის წარდგენის ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტალეპ რიფაიმ.

განთავსების თარიღი: 15.12.2016
 

საქართველოს ელჩმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რუსუდან მამაცაშვილმა მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა და ბულგარეთის მთავრობის ორგანიზებით გამართულ მსოფლიო ცივილიზაციისა და შემოქმედებითი ტურიზმის საერთაშორისო კონგრესში, რომელიც 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით ქალაქ სოფიაში გაიმართა.

განთავსების თარიღი: 06.12.2016
 

22 ნოემბერს ელჩმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გამართა შეხვედრა ესპანეთის სავაჭრო პალატის საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორთან ბატონ ალფრედო ბონეტთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ესპანეთის სავაჭრო პალატებსა და ბიზნეს წრეებს შორის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები.

განთავსების თარიღი: 29.11.2016
 

21 ოქტომბერს საერთაშორისო რადიოს (Radio Internacional) FM 92.9 -ზე გადაცემა "დიპლომატიური სამყაროს" სტუმარი იყო საქართველოს ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი. გადაცემაში, რომელიც 40 წუთი გაგრძელდა ელჩმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ.

განთავსების თარიღი: 29.11.2016
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ