ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია 2016 წლის 9-11 მაისს მალაგაში გამართული ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს რიგით 103-ე სხდომის შესახებ

9-11 მაისს ესპანეთის ქალაქ მალაგაში გაიმართა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს რიგით 103-ე სხდომა, რომელსაც დაესწრო 50-მდე ქვეყნის დელეგაცია და ტურიზმის სეფროში მოღვაწე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. საქართველოს მხრიდან ღონისძიებას დაესწრო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი თორნიკე ზირაქიშვილი და საქართველოს ელჩი ესპანეთში ზურაბ პოლოლიკაშვილი.

11 მაისს გამართულ სამუშაო სადილზე, რომელსაც ესწრებოდა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ბატონი ტალებ რიფაი, ესპანეთის ტურიზმის სახელმწიფო მდივანი ქალბატონი იზაბელ ბორეგო და აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნების ტურიზმის მინისტრები, ქართულმა მხარემ გააკეთა პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული შესაძლებლობის შესახებ და მ.წ. 7-9 სექტემბერს საქართველოში დაგეგმილი ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენციის თაობაზე. დამსწრე საზოგადოება კიდევ ერთხელ იქნა მოწვეული აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ