ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია საქართველოს ელჩის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში მუდმივ წარმომადგენლად აკრედიტირებასთან დაკავშირებით

18 აგვისტოს ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მისი, როგორც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად აკრედიტირებასთან დაკავშირებით რწმუნებათა სიგელები გადასცა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ბატონ ტალებ რიფაის.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 1 ივლისიდან ესპანეთში საქართველოს საელჩო ასევე აკრედიტებულია ქ. მადრიდში განლაგებულ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობად. აღნიშნულ ორგანიზაციასთან წლების განმავლობაში მჭიდრო და პროდუქტიული თანამშრომლობა მიმდინარეობს.

მსოფლიო ტურზმის ორგანიზაციის სათაო ოფისში გამართულ შეხვედრაზე გენერალურმა მდივანმა საქართველოს ელჩს სრული მზადყოფნა და მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოსა და ტურიზმის ორგანიზაციას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე და ხაზი გაუსვა მ.წ. 7-9 სექტემბერს საქართველოში დაგეგმილ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პირველი ღვინის ტურიზმის კონფერენციის მნიშვნელობას.

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ