ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის 8 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით

გაცნობებთ, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება საქართველოს საპარლამენტო არჩევნები. საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემის საშუალება ექნებათ ქ. მადრიდში საქართველოს საელჩოსა და ქ. ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში.

საპარლამენტო არჩევნებში ხმის მისაცემად აუცილებელია, რომ რეგისტრირებული იყოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთიან საარჩევნო სიაში (http://voters.cec.gov.ge/) და ასევე იმყოფებოდეთ საკონსულო აღრიცხვაზე.

ერთიან საარჩევნო სიაში საკუთარი თავის გადამოწმება (თუ რომელ საარჩევნო უბანზე შეგიძლიათ ხმის მიცემა) შეგიძლიათ ელექტრონულ მისამართზე http://voters.cec.gov.ge/ , ხოლო საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია შემდეგ ელ-გვერდზე: https://geoconsul.gov.ge/ (ინსტრუქცია: "ელ. განაცხადის რეგისტრაცია"- "დადასტურება" - "საქართველოს მოქალაქე" - "შემდეგი" - აირჩიეთ საელჩო - სრულყოფილად შეავსეთ პერსონალური მონაცემები - მონიშნეთ ჩარჩო "გთხოვთ, დამაყენოთ საკონსულო აღრიცხვაზე" - "რეგისტრაციის პროცესის დასრულება" - მონიშნეთ ჩარჩო "მომსახურების წესებზე და პირობებზე თანხმობის შემთხვევაში მონიშნეთ შესაბამისი ველი" - შეიყვანეთ იქვე მითითებული უსაფრთხოების კოდი - "ელ.განაცხადის რეგისტრაცია". ***გთხოვთ, განაცხადის შევსებისას შესაბამისს ველში ატვირთოთ ბოლო 3 თვის განმავლობაში გადაღებული ბიომეტრული ფოტოსურათი).

იმისათვის რომ მოხვდეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთიან საარჩევნო სიაში, გთხოვთ გაიაროთ საკონსულო რეგისტრაცია 17 სექტემბრის 18:00 საათამდე.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ