ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია მსოფლიო ცივილიზაციისა და შემოქმედებითი ტურიზმის საერთაშორისო კონგრესში ელჩის მონაწილეობის შესახებ

საქართველოს ელჩმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რუსუდან მამაცაშვილმა მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა და ბულგარეთის მთავრობის ორგანიზებით გამართულ მსოფლიო ცივილიზაციისა და შემოქმედებითი ტურიზმის საერთაშორისო კონგრესში, რომელიც 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით ქალაქ სოფიაში გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, 1 დეკემბერს ერთ-ერთ პანელზე მოხსენებით წარსდგა საქართველოს ელჩი, რომელმაც საქართველოში განხორციელებული პროექტის "Check in Georgia" -ს შესახებ გააკეთა პრეზენტაცია.

საერთაშორისო კონგრესს მასპინძლობდა ბულგარეთის ტურიზმის მინისტრი ნიკოლინა ანგელიკოვა და მას ესწრებოდა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი, ბულგარეთის მეფე სიმეონ II, იორდანიის პრინცესა დანა ფირასი და სხვადასხვა ქვეყნის 20-მდე ტურიზმის მინისტრი. ორგანიზაციის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო ტელეკომპანია CNN-ი.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ