ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია 13 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და საგარეო საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანს შორის გამართული შეხვედრის შესახებ

13 დეკემბერს ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ესპანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან იგნასიო იბანესთან.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ესპანეთის წარმატებულ ორმხრივ ურთიერობებს. ესპანეთის სახელმწიფო მდივანმა კმაყოფილება გამოთქვა 2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ესპანეთში დაგეგმილ ვიზიტის გამო. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარებას. ესპანურმა მხარემ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მიესალმა იმ პროგრესს, რაც ბოლო პერიოდში იქნა მიღწეული საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების საკითხში. ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საუბრისას, ხაზი გაესვა საქართველოს პროგრესს ნატოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში, აგრეთვე, ქვეყნის მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის და ხალხთაშორისი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას და ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობების ეფექტურ გამოყენებას. ესპანურმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე კანდიდატურის წამოყენება და საარჩევნო კამპანიის წარმატებით ჩატარება მადრიდში.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ