ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია 2017 წლის 16-18 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ ესპანეთის სამეფოში განხორციელებული სამუშაო ვიზიტის შესახებ

2017 წლის 16-18 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით ეწვია ესპანეთის სამეფოს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დელეგაციაში წარმოდგენილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი მიხეილ ჯანელიძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარე ბატონი გიორგი ჩოგოვაძე. ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიაში პირველად განხორციელდა უმაღლესი დონის ვიზიტი საქართველოდან ესპანეთის სამეფოში.

ვიზიტის ფარგლებში შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრები ესპანეთის მეფე ფელიპე VI-სთან, პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოისთან, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან ტალებ რიფაისთან და მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი სამშენებლო კომპანია ACS ჯგუფის ხელმძღვანელ, საფეხბურთო კლუბ "Real Madrid"-ის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან.

გიორგი კვირიკაშვილი ასევე დაესწრო ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა FITUR-ს და მდგრადი ტურიზმის განვითარების წლის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს, სადაც სიტყვით გამოვიდა. მადრიდში განლაგებულ UNWTO-ის სათაო ოფისში პრემიერის ვიზიტთან დაკავშირებით გაიხსნა მემორიალური დაფა.

18 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოის შორის გამართული შეხვედრის დროს განხილულ იქნა საქართველო-ესპანეთის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემატიკა, საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.

ბატონმა კვირიკაშვილმა ესპანეთის პრემიერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის საკითხებში ესპანეთის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ