ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია საქართველოს ელჩ ზურაბ პოლოლიკაშვილსა და ჩინეთის ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის თავმჯდომარე ლი ძინცაოს შორის გამართული შეხვედრის შესახებ

2017 წლის 21 ივლისს საქართველოს ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი შეხვდა ჩინეთის ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის თავმჯდომარეს ბატონ ლი ძინცაოს (Li Jinzao). შეხვედრაზე საუბარი შეეხო მ.წ. 11-16 სექტემბერს ქ. ჩენგდუში (ჩინეთი) დაგეგმილი UNWTO-ს გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ჩატარების საკითხს, რომელზეც გათვალისწინებულია ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილის დამტკიცება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე 2018-2022 წლების ვადით. შეხვედრაზე ჩინურმა მხარემ დააფიქსირა, რომ მხარს უჭერს ზურაბ პოლოლიკაშვილის დამტკიცებას ხსენებულ პოზიციაზე და როგორც UNWTO-ს გენერალური ასამბლეის მასპინძელი ქვეყანა, ხელს შეუწყობს მასთან დაკავშირებულ შესაბამის პროცედურებს.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ