ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

http://www.laprensaiberica.com/georgiano/entrevista_embajador.html

ბატონო ელჩო,პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ ინტერვიუსთვის და საერთოდ იმ თანადგომისთვის რაც ქართულ დიასპორას თქვენის მხრიდან გვაქვს.

როგორ აეწყო თქვენი დიპლომატიური კარიერა ესპანეთში.როგორია თქვენი შთაბეჭდილება ამ ქვეყანაზე?

განთავსების თარიღი: 03.10.2011
 

ვარდების რევოლუციამ რადიკალურად შეცვალა არსებული მენტალიტეტი. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც სათავეში ახალი რეფორმატორი თაობა ჰყავს, რომელსაც მის უახლოეს  საბჭოურ წარსულთან   არაფერი აკავშირებს, ქვეყანა რომელიც ყოველწლიურად 6%  ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს იძლევა.

ინტერვიუს დასრულებისთანავე საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში, ნიკოლოზ ნათბილაძე ესპანური ენის ინტენსიურ 3 საათიან  კურსებზე წავიდა. ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ  9 თვეა ასრულებს თავის მოვალეობებს და საკმაოდ შედეგიანად. მისი კაბინეტის კედლებზე უამრავ ფოტოს ნახავთ გამოჩენილ ესპანელ პოლიტიკოსებსა თუ სხვა სფეროს წარმომადგენლებთან, მათ შორის ესპანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ხოსე მარია ასნართან, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან მიგელ ანხელ მორატინოსა და ჟორდი პუჟოლთან (კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელი 1980-2003 წლებში)......

განთავსების თარიღი: 26.11.2010
 

 http://www.europapress.es/cultura/noticia-director-george-ovashvili-alza-premio-mejor-largometraje-festival-ojo-cojo-otra-orilla-20101015190744.html

El director George Ovashvili se ha alzado con el Premio Guiño al Mejor Largometraje de Ficción en el VI Festival El Ojo Cojo con la cinta 'La otra orilla', una cruda reflexión ambientada en la región de Abjasia que nos acerca los problemas de un territorio "olvidado".

განთავსების თარიღი: 29.10.2010
 

http://www.winne.com/dninterview.php?intervid=2959

განთავსების თარიღი: 17.09.2010
 

"ჩვენი მისწრაფება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა“.

საქართველოს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქრისტიანული ქვეყანაა, ოქროს საწმისის სამშობლო, ათასწლოვანი კულტურით და შესანიშნავი ბუნებით. ესპანეთს რომ შეადარო ფართობითა და მოსახლეობით, მისი ფართობი ორჯერ დიდია ვიდრე გალისიის რეგიონი და მოსახლეობა არ აღემატება ვალენსიის რეგიონის მოსახლეობას. საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები ბოლო პერიოდში უფრო გააქტიურდა და თანამშრომლობის არეალი სულ უფრო და უფრო ფართო ხდება. მთელს რეგიონში ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობით და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წარმატებების ფონზე, საქართველოს მიმართ ესპანური კომპანიების დაინტერესება იზრდება. ესპანეთთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ესპანეთში საქართველოს საელჩო 4 წელიწადზე მეტია რაც ფუნქციონირებს და მისი მიზანია გააღრმავოს ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობები.

განთავსების თარიღი: 17.09.2010
 

საქართველოში საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულება ემყარება ქართველის ხალხის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოვების მისწრაფებას. 2008 წლის იანვარში შემდგარ პლებისციტზე ქართველმა ხალხმა (77%) ერთხმად გამოთქვა ნატოში გაერთიანების მტკიცე სურვილი. საქართველო და ევროკავშირი აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროებში:  სავიზო რეჟიმის გამარტივება, რეადმისია, თავისუფალი ვაჭრობა და სხვ.საქართველოს, ევროპასა და აზიას შორის თავისი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, შეუძლია ევროკავშირს ახალი გამოწვევები შესთავაზოს.პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ენერგეტიკული თვალსაზრისით. ესოდენ მნიშვნელოვან რეგიონში ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის მომავალი ენერგეტიკული მრავალფეროვნებისთვის საქართველო შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ალტერნატივა.....

http://www.cincodias.com/articulo/opinion/nuevo-reto-Union-Europea/20100624cdscdiopi_1/#

განთავსების თარიღი: 30.06.2010
 

გაზეთი AB სევილიასაქართველოს ეროვნული მუზეუმის ბრწყინვალება სევილიაშისევილიის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც  სამომავლოდ რეკონსტრუქციას დაექვემდებარება, გუშინ მასპინძლობდა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანექსპოზიციას , რაც ბოლო პერიოდში გამართულა ამ საგამოფენო ცენტრში. მუზემში წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანძური, VII-IV საუკუნის ძველი კოლხეთის,  სამკაულები და ნაკეთობები, რომელთა დიდი ნაწილის ხილვა პირველად შესაძლებელი გახდა მხოლოდ სევილიის მუზეუმში.

განთავსების თარიღი: 11.05.2010
 

გაზეთი El Paisსაქართველოს მითიური ოქროიასონმა  ოქროს საწმისი ძველი კოლხეთიდან საბერძნეთში წაიღო, ამ ისტორიაზეა აგებული მითიური ლეგენდა, რომლის ისტორიას სევილიის არქეოლოგიური მუზეუმის ვიტრინები თავიდან მოგვითხრობენ. ანდალუსიის დედაქალაქი არის ერთადერთი იმ ქალაქთაგანი ესპანეთში, სადაც წარმოდგენილია ქალაქ ვანის აღმოჩენები, ჩვენ წელთაღრიცხვამდე VII-I საუკუნის 82 ვერცხლის, ბრინჯაოსა და ოქროს ექსპონატი.

განთავსების თარიღი: 11.05.2010
 

გაზეთი El Mundoოქროს საშუალებით გაერთიანებული ესპანეთი და საქართველო

მითი არგონავტების შესახებ მოგვითხრობს ბერძენ გმირ იასონზე, რომელიც  50 არგონავტთან ერთად კოლხეთს გაემგზავრა, საიდანაც საბერძნეთში უნდა წაეღო "ოქროს საწმისი”, რომლის საშუალებით იოლკოსის სამეფო ტახტს დაიბრუნებდა, რომელიც მისთვის მის ბიძას, ჰელიასს წაერთმია. ოქროს საწმისს მაგიური ძალა ჰქონდა და კოლხეთის მეფე აიეტის ძალაუფლების სიმბოლო იყო, რომელსაც გველაშაპი იცავდა.Uუამრავი თავგადასავლის შემდეგ, იასონმა აიეტის ასულის მედეას მაგიური შესაძლებლობების დახმარებით მოახერხა ოქროს საწმისის იოლკოში წაღება. საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, ოქროს არქეოლოგიური აღმოჩენები მეტყველებს  იმდროინდელი დასავლეთ საქართველოს კულტურულ განვითარებაზე და გვაძლევს საფუძველს ავხსნათ ძველი მითების რეალური საფუძველი, რომელიც კოლხეთს უკავშირდება.

განთავსების თარიღი: 11.05.2010
 

გაზეთი “cinco días”თემურ იაკობაშვილის ინტევიუ”ვროპას სჭირდება შეამციროს მისი ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე”

საქართველოს სურვილია ევროპის ენერგეტიკული მომარაგების კუთხით იყოს რუსეთის ალტერნატიული გზა. საქართველოს ვიცე პრემიერი, მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, ბატონი თემურ იაკობაშვილი მის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე სასაუბროდ მადრიდს ეწვია. იაკობაშვილი ოქსფორდის, ბირმინგემისა და იელის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულია. 1990 წლიდან 2001 წლამდე მუშაობდა  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2008 წლიდან იგი იმყოფება დღევანდელ თანამდებობაზე, სადაც  რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში ოკუპირებული აფხაზეთისა და ოსეთის რეინტეგრაციის საკითხებზე მუშაობს.

განთავსების თარიღი: 11.05.2010
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ