ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია საქართველოსა და ესპანეთში უცხოელ ჟურნალისტთა აკრედიციის წესების შესახებ

 ესპანეთში უცხოელ  ჟურნალისტთა აკრედიტაციის წესი

 
უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის გავლის პროცედურა ესპანეთში.
უცხოური პრესის კორესპონდენტების აკრედიტაცია
 აკრედიტაციისათვის სავალდებულოა წარმოდგენილ იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:
1.საინფორმაციო საშულების რედაქტორის ან დირექტორის წერილი საერთაშორისო საინფორმაციო დეპარტამენტის გენერალური დირექტორის სახელზე. წერილში უნდა იქნას აღნიშნული, რომ:
• დაინტერესებული პირი არის პროფესიონალი ჟურნალისტი, რომელიც მუშაობს საინფორმაციო მასალებზე წარმოდგენილ კონკრეტულ საინფორმაციო საშუალებაში;
• დაინტერესებული პირს აქვს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება აღნიშნულ საინფორმაციო საშუალებაში;
• დაინტერესებული პირი იმუშავებს მხოლოდ ინფორმაციის მოპოვების მიზნით;
• იმ შემთხვევაში თუ ამავე საინფორმაციო საშულებიდან აკრედიტაცია ხდება სხვა კორესპონდეტნტებისთვისაც, სავალდებულოა მითითებულ იქნას, თუ რომელია მათ შორის  ხელმძღვანელი;ç
• საინფორმაციო საშუალების დახასიათება ;
• ჟურნალისტის პასპორტის ნომერი;
• ჟურნალისტის სამსახუროებრივი მოწმობის ასლი;
• დაკავებული თანამდებობა;
• პროფესიული კარიერა;
• ორი ფოტოსურათი 3/4;
• აკრედიტაციისათვის თხოვნის წარდგენა ესპანეთის საკონსულოში;
• აკრედიტაციის მოთხოვნა წერილობით;


სპეციალურად მივლინებული ჟურნალისტების აკრედიტაცია

ეს წესი განსაზღვრავს იმ უცხოელი  ჟურნალისტების აკრედიტაციას, რომლთაც პერიოდულად უწევთ პროფესიული მუშაობა ესპანეთში პროფესიული მუშაობა ესპანეთში  არასისტემატიური ხასიათის არის.

 


მათი აკრედიტაციისათვის სავალდებულოა წარმოდგენილ იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:

1.საინფორმაციო საშულების რედაქტორის ან დირექტორის წერილი საერთაშორისო საინფორმაციო დეპარტამენტის გენერალური დირექტორის სახელზე. წერილში უნდა იქნას აღნიშნული, რომ:
• დაინტერესებული პირი არის პროფესიონალი ჟურნალისტი, რომელიც სპეციალურად არის მივლინებული ესპანეთში;
• პერიოდი, რომელსაც ითხოვს აკრედიტაციისათვის (3 თვეზე ნაკლები);
• მოტივი, თუ რა მისიით არის მივლენილი;
• ორი Fფოტოსურათი ¾;
• აკრედიტაციის მოთხოვნა წერილობით;

აკრედიტაციის განახლება

აკრედიტაციას აქვს ერთი წლის ვადა, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, შესაბამისი საინფორმაციო საშუალების თხოვნის თანახმად, გრძელდება ერთ წლიანი პერიოდით

აკრედიტაციის განახლებისათვის სავალდებულო დოკუმენტაცია:

1.საინფორმაციო საშულების რედაქტორის ან დირექტორის წერილი საერთაშორისო საინფორმაციო დეპარტამენტის გენერალური დირექტორის სახელზე, რომ ჟურნალისტი აგრძელებს თავის პროფესიულ მოღვაწეობას ესპანეთში, სავალდებულოა  წარდგენილ იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:
2ჟურნალისტის პასპორტის ასლი, თუკი ეს უკანასკნელი შეიცვალა ბოლო ერთი წლის მანძილზე;
3.საპასპორტე ფოტოსურათი, JPG-ის ფორმატში, თუკი სურს, რომ შეცვალოს ძველი სააკრედიტაციის ბარათის ფოტო;
4.აკრედიტაციის განახლების მოთხოვნა წერილობით.

მოთხოვნების წარდგენა ხდება: ინტერნეტ საიტზე წწწ .ლა-მონცლოა.ეს
საკონტაქტო მონაცემები: სახელმწიფო სამდივნო, მონკლოა, მადრიდი, ინდექსი:28017
ტელეფონები:
 +34913214119
+34913214126
+34913214176 F
ფაქსი: +34913214231
corresponsales@mpr.es

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაციის წესების შესახებ

 I. ზოგადი დებულებანი

1. ეს წესი განსაზღვრავს უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების (შემდგომში ჟურნალისტების) მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აკრედიტაციის გავლის პროცედურას.   2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტთა აკრედიტაციას ახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი.   3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აკრედიტებულ ჟურნალისტთა სამართლებრივი მდგომარეობა და პროფესიული მოღვაწეობა რეგულირდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით «სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ», «უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ», «საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელთა დროებითი შესვლის, ყოფნისა და საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის შესახებ» და ამ წესით.

თავი II.  აკრედიტაციის გაცემის წესი

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აკრედიტაცია შესაძლებელია გაიარონ უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებმა:ელექტრონული და ბეჭდვითი პერიოდული გამოცემების, რადიო, ტელე, ვიდეო, ფოტო, კინო და დოკუმენტური პროგრამების ჟურნალისტებმა, პროდიუსერებმა და რედაქტორებმა, ტექნიკურმა პერსონალმა. 

2. ჟურნალისტის აკრედიტაცია შესაძლებელია გრძელვადიან, დროებით და სპეციალურ საფუძველზე.

ა) გრძელვადიანი აკრედიტაცია გაიცემა 1 წლის ვადით.ბ) დროებითი აკრედიტაცია გაიცემა 3 თვემდე ვადით.გ) სპეციალური აკრედიტაცია გაიცემა კონკრეტული მოვლენის გასაშუქებლად.

3. აკრედიტაციის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალების ხელმძღვანელობის წერილობითი თხოვნა მისი ჟურნალისტის აკრედიტაციის თაობაზე, სადაც მითითებული იქნება ჟურნალისტის სრული სახელი და გვარი; მისი პასპორტის ნომერი; მოქალაქეობა; დაკავებული თანამდებობა; საქართველოში სტუმრობის მიზანი და პერიოდი; ჟურნალისტის მისამართი საქართველოში და საზღვარგარეთ;ბ) ჟურნალისტის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სპეციალური სააკრედიტაციო ფორმა, რომელსაც შეიმუშავებს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი (ხელმისაწვდომია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე); გ) 2 (ორი) ფოტოსურათი ზომით 3სმX4სმ;დ) ჟურნალისტის სამსახურებრივი მოწმობის ასლი;ე) ჟურნალისტის პასპორტის იმ გვერდის ასლი, სადაც მითითებულია პასპორტის ნომერი, გაცემისა და მოქმედების ვადა და ადგილი;ვ) ჟურნალისტის ავტობიოგრაფია;

4. ამ თავის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.

5. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არასრულყოფილია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი წერილობით აცნობებს მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენლობას ამის შესახებ და 5 დღის ვადაში სთავაზობს სრულყოფილი დოკუმენტების წარმოდგენას. შეტყობინება შესაძლებელია გაგზავნილ იქნას აკრედიტაციის ფორმაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

6. აუცილებლობის შემთხვევაში,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და/ან ჟურნალისტი მოიწვიოს გასაუბრებაზე.

7. ჟურნალისტისთვის აკრედიტაციაზე უარის თქმა, გაცემული აკრედიტაციის შეჩერება და/ან გაუქმება  დასაშვებია შემდეგ შემთხვევებში:

ა) წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს ყალბ მონაცემებს;ბ) სააკრედიტაციო ბარათი გადაცემულია სხვა პირზე;გ) წარმომადგენლის მიერ დარღვეულია საქართველოს კანონმდებლობა.

8. გრძელვადიანი აკრედიტაციის მინიჭების გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი 30 სამუშაო დღის ვადაში ყველა სათანადო დოკუმენტის მიღების შემდეგ.

9. დროებითი აკრედიტაციის მინიჭების გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი 14  სამუშაო დღის ვადაში ყველა სათანადო დოკუმენტის მიღების შემდეგ.

10. სპეციალური აკრედიტაციის მინიჭების გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი 7 სამუშაო დღის ვადაში ყველა სათანადო დოკუმენტის მიღების შემდეგ.

11. წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვისა და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ჟურალისტს გადაეცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი სააკრედიტაციო ბარათი.

12. აკრედიტაციის ვადის გასვლამდე 30 დღით ადრე, წარმომადგენელი მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმეორებითი აკრედიტაციის მისაღებად.

13. აკრძალულია ვადაგასული სააკრედიტაციო ბარათის გამოყენება.

14. გაცემული სააკრედიტაციო ბარათის ასლი (თანდართული დოკუმენტაციით) დადგენილი წესით აღირიცხება და ინახება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

15. სააკრედიტაციო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, ჟურნალისტი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (10 სამუშაო დღის ვადაში). დუბლიკატის გაცემის საკითხი განიხილება ორი კვირის განმავლობაში.

თავი III. სააკრედიტაციო ბარათის ფორმა და ტექნიკური აღწერილობა

1. პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი აკრედიტებულ ჟურნალისტს გადასცემს  სააკრედიტაციო ბარათს.2. სააკრედიტაციო ბარათი ორმხრივი და ფერადია. მასზე გამოსახულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ლოგო3. სააკრედიტაციო ბარათზე მითითებულია შემდეგი მონაცემები:

ა) ჟურნალისტის სახელი და გვარი;ბ) სააკრედიტაციო ბარათის ნომერი;გ) მედიის სახელი, რომელსაც წარმოადგენს ჟურნალისტი;დ) სააკრედიტაციო ბარათის მოქმედების ვადა.

4. სააკრედიტაციო ბარათზე განთავსებულია ჟურნალისტის ფოტო.

5 სააკრედიტაციო ბარათი ხელმოწერილია პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მიერ.

 

თავი IV. დასკვნითი დებულებები

1. ამ წესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაეხმარება აკრედიტებულ ჟურნალისტს თავისი პროფესიული ვალდებულებების განხორციელებაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აკრედიტებული ჟურნალისტები სარგებლობენ საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლებით, გარდა იმ ზონებისა, სადაც შესვლა დაშვებულია მხოლოდ სპეციალური ნებართვით.

                                           

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ