ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ძვირფასო სტუმარო,

 

დიდი პატივი მაქვს მოგესალმოთ ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ჩემი, როგორც საქართველოს ელჩის და ზოგადად მადრიდში აკრედიტებული საქართველოს საელჩოს მოვალეობაა ხელი შეუწყოს საქართველოსა და ესპანეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. საქართველოსა და ესპანეთს შორის 2012 წელს აღინიშნა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავი. კმაყოფილებით მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ბოლო წლებში ჩამოყალიბდა ბრწყინვალე პოლიტიკური ურთიერთობები, ესპანეთის სახით საქართველოს ჰყავს მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს აერთიანებს დემოკრატიისა და თავისუფლების საერთო ღირებულებები.

მსურს ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ მე მეორეჯერ მერგო დიდი პატივი ვიყო საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში. 2006-2009 წლების მსგავსად მე შევეცდები განახლებული ენერგიით გავაღრმავო ესპანურ-ქართული თანამშრომლობა ყველა სფეროში და განსაკუთრებით ხელი შევუწყო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კონტაქტების გაღრმავებას.  

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩო 2010 წლიდან  აკრედიტებულია ანდორის სამთავროში, სულ რამოდენიმე თვის წინ გადაწყდა მადრიდიდან მაროკოს სამეფოსა და ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის დაფარვა. აქამდე საქართველოს არცერთი საელჩო არ ფარავდა ამ ქვეყნებს და ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა წარმოვადგენდე საქართველოს ამ ქვეყნებში, რათა  წამოწყებულ იქნას აქტიური ორმხრივი თანამშრომლობის  პროცესი.

ჩვენს ვებ-გვერდზე შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია საელჩოს, ორმხრივი თანამშრომლობის, საქართველოს საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკისა და ბიზნესის, კულტურის, ტურიზმისა და საკონსულო საკითხების შესახებ. ვებ-გვერდი ასევე მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ ინტერნეტ ბმულებს.

მადლობას მოგახსენებთ ჩვენი ვებ-გვერდის სტუმრობისათვის.

 

ზურაბ პოლოლიკაშვილი

ელჩი

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ