საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ილია გიორგაძე, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  

პროფესიული გამოცდილება:

2018 წლის 19 მარტიდან ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

2012 წლის 1 თებერვლიდან - 2017 წლის 15 ივნისამდე, რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

2009 წლის აპრილიდან – 2012 წლის 1 თებერვლამდე, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი

2006-2009 წლებში, ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოს და ეუთო-სა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში უფროსი მრჩეველი

2005-2006 წლებში, საგარეო საქმეთა სამინიტროს ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

2000-2005 წლებში, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში უფროსი მასწავლებელი

2004-2005 წლებში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

2004 წელი, თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი

2001-2004 წლებში, ამერიკის იურისტთა ასოციაციის იურისტი - სასამართლო რეფორმისა და ანტიკორუფციული პროგრამის დირექტორი.

2000-2001 წლებში, უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე  

1997-1998 წლებში, საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი.

განათლება:

2017 წელს მიენიჭა Aurel Vlaicu-ს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი, რუმინეთი;

2005 წელი, ლიდერთა კურსი, ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების სწავლებათა ევროპული ცენტრი, გერმანია;

1991-1996 წლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობა;

1998–1999 წლებში,  ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათას სკოლა LSE, ლონდონის უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო და ევროპულ სამართალში

1990-1991, Shady Side აკადემია, პიტსბურგი, აშშ

პერსონალური ინფორმაცია

დაიბადა 1975 წლის 8 ნოემბერს, ქ. თბილისში

ფლობს ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და ესპანურ ენებს

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი