საგრანტო პროგრამა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ („საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამა“)
🌎ახალგაზრდა ელჩების შერჩევა 2023 წელს მოხდება ღია კონკურსის საფუძველზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული 27 ქვეყნიდან, მათ შორის ესპანეთიდან.
🔹პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართული ქმედებებისა და ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, აგრეთვე დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობის გაზრდისა და საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში გააქტიურების ხელშეწყობის თვალსაზრისით, საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის შექმნა, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება.
🗓განაცხადების წარმოდგენის ვადაა 2022 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით.
საკონკურსო განაცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის (ქართულ ენაზე ან ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის) მიღება მოხდება მხოლოდ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: