საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები

საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის გაფორმებულია რამდენიმე შეთანხმება, რომლებიც ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს იძლევა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ეკონომიკა, ტურიზმი, კულტურა, მეცნიერება, განათლება და სხვა.
ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა აქტიურობით გამოირჩევა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ბოლო პერიოდში განხორციელებულმა ვიზიტებმა დადებითი იმპულსი შემატა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დინამიკას. 2014 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას ერთობლივი ეკონომიკური კომისიის შექმნის შესახებ და ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს.
წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში. საქართველოს კულტურული, ისტორიული და სამეცნიერო რესურსის წარმოჩინების მიზნით, ესპანეთის სამეფოში, რეგულარულად ეწყობა სხვადასხვა სახის ღონისძიება, რაც ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას.
ესპანეთის სამეფოს ხელშეწყობით, ქართველ დიპლომატებს ყოველწლიურად ეძლევათ საშუალება აიმაღლონ კვალიფიკაცია მადრიდის დიპლომატიურ აკადემიაში.


ბმულები:

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ოფიციალური ვებ-გვერდი
ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი
ესპანეთის სამეფო ოჯახის ოფიციალური ვებ-გვერდი
ესპანეთის სამეფოს მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდი
ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის ოფიციალური ვებ-გვერდი
ესპანეთის სამეფოს სენატი