ესპანეთის სამეფო
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარსელონაში
- ბექა ზარანდია
- Passeig de Gracia 7, 3 08007 Barcelona
- 938363307
- [email protected]
დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია
საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივლისს დამყარდა.
2004 წელს საქართველომ საელჩო გახსნა ესპანეთის სამეფოში. მოგვიანებით, 2021 წელს ბარსელონაში საქართველოს საკონსულოს მიენიჭა გენერალური საკონსულოს სტატუსი.
ესპანეთის სამეფომ საქართველოს დიპლომატიური გადაფარვა 1997 წელს დაიწყო, მათ შორის 2014 წლიდან დაფარვას ახორციელებს თურქეთის რესპუბლიკაში ესპანეთის საელჩოდან. 2015 წლიდან კი თბილისში გაიხსნა ესპანეთის საელჩოს ოფისი, რომელსაც საქმეთა დროებითი რწმუნებული ხელმძღვანელობს.
2022 წელს აღინიშნა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი.
2023 წლის მეორე ნახევარში ესპანეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.