საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, საგრანტო პროგრამას 2018 წლიდან ახორციელებს. პროგრამის მიზანანს წარმოადგენს საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართული ქმედებებისა და ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, აგრეთვე დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობის გაზრდისა და საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში გააქტიურების ხელშეწყობის თვალსაზრისით, საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის შექმნა, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება.
მიმდინარე წლის კონკურსის შესახებ ინფორმაცია
- მიმდინარე, 2022 წელს, პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდა ელჩების შერჩევა მოხდება ღია კონკურსის საფუძველზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული 30 ქვეყნიდან: ავსტრიის რესპუბლიკა, აზერბაიჯანი, ამერიკის შეერთებული შტატები, ბელარუსი, ბელგიის სამეფო, ბულგარეთი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, დანია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ესპანეთის სამეფო, ესტონეთი, თურქეთის რესპუბლიკა, იაპონია, ირლანდია, ისრაელის სახელმწიფო, იტალიის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგიის სამეფო, ნიდერლანდების სამეფო, პოლონეთის რესპუბლიკა, საბერძნეთის რესპუბლიკა, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა, უკრაინა, უნგრეთი, შვედეთის სამეფო, შვეიცარია, ჩეხეთის რესპუბლიკა.
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 29 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. სასურველია ჰქონდეს ახალგაზრდულ სფეროში მუშაობის, პროექტების მართვის და ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება;
- „ახალგაზრდა ელჩებს“ სპეციალურად შექმნილი კომისია შეარჩევს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სააგენტოსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენლების შემადგენლობით;
- განაცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის (ქართულ ენაზე ან ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის) მიღება ხდება ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: youngambassador@mfa.gov.ge
„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამა - დანართები:
- პროგრამის აღწერა;
- განაცხადის ფორმა.
საგრანტო პროექტის საკონტაქტო პირებია:
- დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს პირველი მდივანი თამარ კობახიძე მობ.: +995 592 80 46 55.
- დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს უფროსი მარიამ მამესწარაშვილი +995 595 96 40 00).