ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ კომიტეტის წევრებთან ერთად შეხვედრა გამართა ესპანეთის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომისიის პრეზიდენტთან
2026 წლის 21 აპრილს, ესპანეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ კომიტეტის წევრებთან ერთად შეხვედრა გამართა ესპანეთის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომისიის პრეზიდენტთან, ხუან კარლოს რუის ბოიშთან.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობები და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ასევე ხაზი გაუსვეს ურთიერთობების შემდგომი განვითარების შესაძლებლობებს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრებმა ესპანელ კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის მნიშვნელობას.
შეხვედრას ესწრებოდა ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი.
