კომპანია LG ესპანეთის პრეზიდენტმა, ხაიმე ხარაისმა “Smart Green Awards” ჯილდო გადასცა ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩს საქართველოს მიერ გარემოს დაცვის, მდგრადობისა და ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
2026 წლის 19 მაისს, კომპანია LG ესპანეთის პრეზიდენტმა, ხაიმე ხარაისმა “Smart Green Awards” ჯილდო გადასცა ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩს ალექსანდრე ჭკუასელს საქართველოს მიერ გარემოს დაცვის, მდგრადობისა და ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. კომპანია ჯილდოების მინიჭებისას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ ქვეყნებს, რომლებიც მდგრადი განვითარების პრაქტიკების მეშვეობით გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას უწყობენ ხელს.
LG ესპანეთის მიერ დაფუძნებული Smart Green პროექტის მიზანია პლანეტის დაცვისთვის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა საზოგადოების ყველა სექტორის ჩართულობით. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საელჩოს სახელით დაირგო ხე, როგორც გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და ბუნების დაცვისადმი ერთგულების სიმბოლო. ღონისძიება ესპანეთის სამეფოს დიპლომატიის აკადემიის მხარდაჭერით გაიმართა.
