ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე ჭკუასელმა შეხვედრა გამართა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან
2026 წლის 10 მარტს, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე ჭკუასელმა შეხვედრა გამართა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან, პილარ მილაგროს როხო ნოგუერასთან.
შეხვედრისას, მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების მიმართულებით, საპარლამენტო განზომილების მნიშვნელოვან როლზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ასევე, გაცვალეს მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.
ესპანურმა მხარემ კვლავ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მიმართ.
დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და ესპანეთს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.
