Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში

საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში

აკრედიტებულია ანდორის სამთავროში და მაროკოს სამეფოში

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები ესპანეთის დეპუტატთა კონგრესისა და სენატის ევროკავშირის შერეული კომიტეტის პრეზიდენტს, ალბერტო ფაბრა პარტს და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

2026 წლის 21 აპრილს, ესპანეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები ესპანეთის დეპუტატთა კონგრესისა და სენატის ევროკავშირის შერეული კომიტეტის პრეზიდენტს, ალბერტო ფაბრა პარტს და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.
 
დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.
 
შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და მისგან მომდინარე საფრთხეები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებს.
 
ესპანურმა მხარემ შეხვედრებზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა და გამოთქვა სურვილი, ესტუმროს საქართველოს.
 
შეხვედრაში მონაწილეობდა ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი.