Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში

საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში

აკრედიტებულია ანდორის სამთავროში, ალჟირის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მაროკოს სამეფოში

“ახალგაზრდობის სააგენტოს“ ორგანიზებით, სოფ. ანაკლიაში (19 - 25 აგვისტო) და შაორის ტბის მიმდებარედ (12 - 18 აგვისტო) ახალგაზრდული ბანაკების პროგრამა ხორციელდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩართულია აღნიშნული პროექტის განხორციელებაში და უზრუნველყოფს უცხოეთში მცხოვრები მოზარდების მონაწილეობას საზაფხულო ბანაკებში, რომლის ფარგლებში მათ მიეცემათ შესაძლებლობა დაამყარონ ურთიერთობა თანატოლებთან, გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნა, მიიღონ მონაწილეობა ბანაკის მრავალფეროვან აქტივობებში, განავითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.

ბანაკებში მონაწილეობა შეუძლია უცხოეთში მცხოვრებ 14-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდს. საზაფხულო ბანაკში დასვენების ხანგრძლივობაა 5 დღე.

 

პროექტში მონაწილეთა საქართველოში ჩამოსვლა და გამგზავრება არ ფინანსდება მომწვევი მხარის მიერ.  ქვეყნის შიგნით მონაწილეთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო გადაადგილებისას უსაფრთხოებას - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, ა. წ. 4 აგვისტომდე მოგვწეროთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected]