შეხვედრა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის უფროსთან
22 ოქტომბერს გაიმართა ელჩის შეხვედრა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის უფროსთან, კამილო ვილიარინო მარსოსთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის, ასევე საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრების ორმხრივი შეხვედრების გამართვის მნიშვნელობას. მინისტრის კაბინეტის უფროსს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ.