გამოცხადდა „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამა
ქვეყნის განვითარების პროცესში დიასპორის უფრო აქტიური ჩართულობის და საზღვარგარეთ საქართველოს და ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მომავალ - 2023 წელსაც, ტრადიციულად, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს კვლავ შესთავაზებს „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამას.
️პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით, დაფინანსდება უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობას.
პროექტის წარდგენა შესაძლებელია 2022 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე:
(საგრანტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღება განხორციელდება მხოლოდ ელექტრონულად).