Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში

საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში

აკრედიტებულია ანდორის სამთავროში და მაროკოს სამეფოში

ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ავიაკომპანია „იბერიას“ (Iberia) მარშრუტების ქსელის დაგეგმვის დირექტორთან, ანდრე ალვესთან

2026 წლის 27 ოქტომბერს, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ჭკუასელმა შეხვედრა გამართა ავიაკომპანია „იბერიას“ (Iberia) მარშრუტების ქსელის დაგეგმვის დირექტორთან, ანდრე ალვესთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთს შორის საჰაერო მიმოსვლის განვითარების პერსპექტივები და პირდაპირი ავიარეისების დაწყების შესაძლებლობები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ესპანეთის ქალაქებს შორის პირდაპირი კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის, ვაჭრობის, საინვესტიციო ურთიერთობებისა და ხალხთაშორისი კავშირების შემდგომ გაღრმავებას.

ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მზარდ ტურისტულ და სატრანზიტო პოტენციალს. მხარეებმა აქტიური დიალოგის გაგრძელებისა და თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს.