ქ. სანტანდერში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა იბერო-ამერიკის საუნივერსიტეტო ფონდის პრეზიდენტთან დოქტორ სანტოს გრასიასთან და ატლანტიკის ევროპული უნივერსიტეტის რექტორთან დოქტორ რუბენ კალდერონთან
2026 წლის 15 ოქტომბერს ქ. სანტანდერში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ჭკუასელმა შეხვედრა გამართა იბერო-ამერიკის საუნივერსიტეტო ფონდის პრეზიდენტთან დოქტორ სანტოს გრასიასთან და ატლანტიკის ევროპული უნივერსიტეტის რექტორთან დოქტორ რუბენ კალდერონთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში. ასევე, სასტიპენდიო პროგრამებში ქართული მხარის ჩართულობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.
თავის მხრივ, ესპანურმა მხარემ მზაობა გამოთქვა საელჩოსთან აქტიურად ითანამშრომლოს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების მიზნით.
