საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ჭკუასელმა შეხვედრა გამართა ესპანური ავიაკომპანიის Air Europa ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორთან
2026 წლის 27 თებერვალს, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ჭკუასელმა შეხვედრა გამართა ესპანური ავიაკომპანიის Air Europa ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორთან მანუელ პანადერო ლოპესთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთს შორის საჰაერო მიმოსვლის განვითარების პერსპექტივები და პირდაპირი ავიარეისების დაწყების შესაძლებლობები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ესპანეთის ქალაქებს შორის პირდაპირი კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის, ვაჭრობის, საინვესტიციო ურთიერთობებისა და ხალხთაშორისი კავშირების შემდგომ გაღრმავებას.
