Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში

საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში

აკრედიტებულია ანდორის სამთავროში და მაროკოს სამეფოში

ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი დაესწრო ღონისძიებას „იბეროამერიკული სამიტი — საერთო სივრცის განმტკიცების შესაძლებლობა“

2026 წლის 14 ოქტომბერს, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი დაესწრო ღონისძიებას „იბეროამერიკული სამიტი — საერთო სივრცის განმტკიცების შესაძლებლობა“, რომელიც მიეძღვნა ქ. მადრიდში ნოემბრის თვეში დაგეგმილ იბეროამერიკულ სამიტს ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების მონაწილეობით.

ღონისძიებაზე მთავარი მომხსენებელი იყო ესპანეთის სენატის პრეზიდენტი პედრო მანუელ როიანი, რომელმაც ისაუბრა იბეროამერიკული კონფერენციის მნიშვნელობაზე, საპარლამენტო დიპლომატიის როლსა და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის განვითარებაზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ ესპანეთის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩი ასევე შეხვდა სენატის პრეზიდენტს. მხარეებმა საქართველოსა და ესპანეთის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.