Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში

საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში

აკრედიტებულია ანდორის სამთავროში და მაროკოს სამეფოში

Schiller-ის საერთაშორისო უნივერსიტეტში ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩის გამოსვლა გაიმართა თემაზე - "საქართველო და ევროპის ახალი გეოპოლიტიკა"

2026 წლის 27 მაისს, Schiller-ის საერთაშორისო უნივერსიტეტში ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩის ალექსანდრე ჭკუასელის გამოსვლა გაიმართა თემაზე - ¨საქართველო და ევროპის ახალი გეოპოლიტიკა¨. დისკუსიას მოდერაციას უწევდა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის დეკანი, დოქტორ მირიამ ხიმენესი.

ელჩმა მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ქვეყნის როლი როგორც ენერგეკიტული და სატრანზიტო ჰაბი, ასევე ისაუბრა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველოს გეოსტრატეგიულ როლსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. ღონისძიების დასასრულს ელჩს, სტუდენტებსა და უნივერსიტეტის პროფესორებს შორის გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.

Schiller-ის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველი ამერიკული უნივერსიტეტია, რომელიც ევროპაში 1964 წელს დაარსდა და 4 კამპუსს აერთიანებს, ფლორიდაში, პარიზში, მადრიდსა და ჰაიდელბერგში.