საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა მადრიდის მერიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან
2026 წლის 25 მარტს, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ჭკუასელმა შეხვედრა გამართა მადრიდის მერიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან, როსიო პიკონთან.
მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები კულტურისა და ტურიზმის სფეროებში. ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და განვითარებაზე.
მხარეებმა გამოხატეს მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა.
